მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის!" - სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ

სასულიერო პირები

სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. "ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის!",- წერია ბანერზე, რომელიც მათ უწყვეტი პროევროპული პროტესტის მე-10 დღეს, პარლამენტთან მიიტანეს.

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სოლიდარობას გამოხატავენ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა ცემაც ქვეყნის სირცხვილია.

"ჩვენ სხვადასხვანაირად გვაცვია, სხვადასხვა საღვთო წერილს ვკითხულობთ, მაგრამ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით, რომ ადამიანმა შეძლოს, დაინახოს ღმერთი, დაინახოს ადამიანი, შეძლოს თანაგრძნობა გამოხატოს ადამიანის მიმართ, რომელიც დაჩაგრულია, დამცირებულია, შევიწროებულია.

ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია, თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია. ამ ბავშვებზე უკეთესი ჩვენ არავინ და არაფერი გვყავს ამ ქვეყანაში. თუ ესენი არ იქნებიან, ჩვენ მომავალი არ გვაქვს. გიყვარდეთ საკუთარი მომავალი",- განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები