მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას, თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ" - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი
25.10.24 17:25
490

"ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას, თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის პოსტს BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"იგებს პროდასავლური ოპოზიცია, ვიღებთ კოალიციურ მმართველობას, შედეგად:

- მინისტრები სხვადასხვა პარტიებიდან, ჯანსაღი კონკურენცია და სწრაფი შედეგების დადების სურვილი;
- კონტროლის პალატაში, პროკურატურაში, ეროვნულ ბანკში და სხვა დამოუკიდებელ ინსტიტუტებში დანიშნული კომპრომისით შეჯერებული პროფესიონალები;
- პარლამენტი, როგორც მთავარი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და რეალური დებატები/ზედამხედველობა/კონტროლი;
- სუსის დეპოლიტიზაცია და პოლიციური სახელმწიფოს დასასრული;
- თავისუფალი სასამართლო, რეალური თვითმმართველობის დასაწყისი, ელექტრონული არჩევნები და ახალი ბევრი მაგარი პროექტი;
- გახსნილი მოლაპარაკება ევროკავშირთან, დასავლელი პარტნიორების განახლებული მხარდაჭერა და მილიარდიან ფონდებთან წვდომა;
- ძველი და ახალი ინვესტორების ოპტიმიზმი, მეგაპროექტები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა;

ან

სანქციები გარედან, რეპრესიები შიგნით, ეკონომიკური კოლაფსი, კობახიძეღარიბაშვილმდინარაძეკალაძეების უტიფარი ბოდვები და დამატებით ემიგრაციაში წასული ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე.

ერთი დღე გვაშორებს ისტორიულ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ სახელმწიფოში გავიღვიძოთ!!!

ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!!!" - წერს გიორგი ქადაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები