"200 ათასით გაზრდილმა ამომრჩეველთა რაოდენობამ სრულად მხოლოდ ქართულ ოცნებას მისცა ხმა.ვისაც ამ მონაცემების მართლა გჯერათ ძალიან მშურს თქვენი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე წერს.
მისი თქმით, ამასთან შეგუება წარმოუდგენელია და უნდა იბრძოლონ.
"2024-ში ოცნებამ გახარიას გარეშე აიღო 200 ათასით ხმით მეტი, ვიდრე 2020 -ში გახარიასთან ერთად.
2024 ნაციონალურმა მოძრაობამ/ვაშაძემ და "ახლებმა" ერთად აიღეს 200 ათასით ხმით ნაკლები, ვიდრე 2020 წელს მხოლოდ ნაც.მოძრაობამ/ევსაქებმა/ვაშაძემ.
2020 წელთან შედარებით, 200 ათასით გაზრდილმა ამომრჩეველთა რაოდენობამ სრულად მხოლოდ ქართულ ოცნებას მისცა ხმა.ვისაც ამ მონაცემების მართლა გჯერათ ძალიან მშურს თქვენი.
ამასთან შეგუება ჩემთვის წარმოუდგენელია, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ახალი ძალებით", - წერს გიორგი ქადაგიძე.