მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.08 ლარი გახდა, გამყარებაა ევროსთანაც

61c5c5ffab0a2
BM.GE
24.12.21 17:03
407
23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0774 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4888 ლარი გახდა. 1.55 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1262 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.85 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 26.14 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 დეკემბრიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები