მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იწყება ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი რეზერვები" - კობახიძე

კობახიძე

იყო გარკვეული დროის მონაკვეთი, როცა დაფიქსირდა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება, თუმცა ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება.

„სხვათა შორის, ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებდა ლარის კურსის ცვლილებაზე, თუმცა ყველამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი და საბოლოო ჯამში მალევე მოხერხდა კურსის დასტაბილურება. რაც შეეხება რეზერვების იმ ნაწილს, რომელიც ამ მიზნით დაიხარჯა, დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში ეს რეზერვებიც შეივსება და არათუ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ დამატებით მოვახერხებთ ჩვენი რეზერვების შევსებას. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები, ახლა იწყება მით უმეტეს ტურისტული სეზონი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი რეზერვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლარის კურსის ცვლილება ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა. საბოტაჟის ნიშნები იყო... - კობახიძე

ცნობისთვის, 2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენცია იყო, ჯამში სებ-მა წელს 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები