მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთი კაცი მაინც გამომიყვანეთ, ვინც ბეჟან წაქაძეზე იტყვის, ფეოდალიაო” - დეპუტატი

ოცნება

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრ სერგო ჩიხლაძესა და “ქართული ოცნების” დეპუტატ ბეჟან წაქაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩიხლაძემ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს, ბეჟან წაქაძეს უთხრა, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა რცხვენოდეს, რომ მოღალატე კანონპროექტზე ხელი მოაწერეს.

“რა უნდა მრცხვენოდეს, არ გადამრიო. ეს არის თქვენი დემოკრატია?! განსხვავებული აზრისთვის მსჯით? თავად რა გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის? მე მილიონობით ლარით დავხმარებივარ ხალხს. ჩადით რეგიონებში და ერთი კაცი მაინც გამომიყვანეთ, ვინც ბეჟან წაქაძეზე იტყვის, რომ ფეოდალია, იქით ვეხმარები ყველას”, - უპასუხა ბეჟან წაქაძემ.

“ოცნების” დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგი ტაძარში მიდიოდა სალოცავად, როდესაც სერგო ჩიხლაძემ მისი მიმართულებით რეპლიკა გააჟღერა.

“მე მივდივარ ტაძარში, ქაშუეთში, უნდა ვილოცო. დილით ვიყავი, ამოვედი მერე, რაღაც საქმე მქონდა, და ახლა უნდა შევუერთდე კვლავ. აქვე ვცხოვრობ თან, თორემ იმას [ჩიხლაძეს] რა უნდოდა?” - ამბობს წაქაძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა კი აღნიშნა, რომ ბეჟან წაქაძესა და რუსულ კანონზე ხელმომწერ დეპუტატებთან, პრეტენზია საქართველოს მოსახლეობას აქვს.

“ბატონ ბეჟანთან და ყველა იმ 83 დეპუტატთან, ვინც რუსულ კანონს აწერს ხელს, პრეტენზია გვაქვს ჩვენ. არა მარტო მე, ერთ ადამიანს, არამედ ჩვენს მოსახლეობას. ნუ გვაკარგვინებთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას”, - უთხრა სერგო ჩიხლაძემ დეპუტატებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები