მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთი სტუდენტიც რომ გვყავდეს, მუშაობას გავაგრძელებთ" - შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია”

კაკვკასია

კერძო სექტორისათვის კვალიფიციური კადრების გადამზადების მნიშვნელობაზე BMG-ის ეთერში თინა მახარაძე, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიის” დირექტორი საუბრობს და აღნიშნავს, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ბიზნესისათვის სტაბილურობის გარანტიაა.

“განათლებაში ჩადებული ინვესტიცია და განათლებაზე დახარჯული დრო, იქნება ეს საგანმანათლებლო დაწესებულების თუ ბიზნესის მხრიდან, არის გრძელვადიანი ინვესტიცია და გრძელვადიანი ამონაგები.

შესაბამისად, ხარისხიანი და მაღალი კვალიფიკაციის კადრები ბიზნესისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი და შემდეგი თაობის კადრების განვითარების საშუალებაა, რომ შენ ახალი თანამშრომელი მიიღო და კომპანიის შიგნითვე აუმაღლო კვალიფიკაცია. შესაბამისად სულ რომ ერთი სტუდენტი გვყავდეს, მუშაობას გავაგრძელებთ”, - ამბობს თინა მახარაძე.

ცნობისთვის, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია” წელს სტუდენტთა მესამე ნაკადს იღებს. საგანმანათლებლო დაწესებულება მრავალ სასწავლო, პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, რომელთა შორისაცაა რძის პროდუქტების წარმოება.

“წელს ერთი ნაკადი გვყავდა შვეიცარიაში გაცვლითი პროგრამით. ასევე, შვეიცარიაში ყოფნის პერიოდში, ჩვენს აკადემიაში წარმოებული ყველი მოხვდა კონკურსზე, სადაც, 80 სახეობის ყველს შორის, ოქროს კატეგორია მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის. გვაქვს ასევე მესამე ნაკადის მიღებაც და ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა USAID-თან თანამშრომლობით მოკლევადიანი ტრენინგების განხორციელებაც”, - ამბობს თინა მახარაძე.

შვეიცარიული აგრარული სკოლა ასორტიმენტს აფართოებს და რძის წარმოებას იწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები