მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთი წინადადებაა დამატებული, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე” - ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში [ე.წ. ვეტო] არაფერია შეცვლილი, დამატებულია მხოლოდ ბოლო პუნქტი, სადაც წერია, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა.

„კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს ვეტო არის ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა ჩამოვა ალბათ მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი. პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგივე "რუსულ კანონს" ვეტო გუშინ დაადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები