2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული. ტურიზმის შემოსავლის ვიზიტების სტატისტიკაზე გაყოფით შესაძლებელია მიახლოებული თანხის მიღება, რასაც საქართველოში ერთ ვიზიტზე ხარჯავენ, 2024 წლის 9 თვეში ეს დანახარჯი 686 დოლარს შეადგენდა.
რაოდენობრივად საქართველოში წელს ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან აღირიცხა, რამაც 1.11 მილიონი შეადგინა, რუსეთის ფედერაციის ვიზიტორთა მთლიანი დანახარჯი კი 675 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ერთი რუსი ვიზიტორის საშუალო დანახარჯები 607 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორების საშუალო ხარჯები ერთ ვიზიტზე საქართველოში, რაც 2024 წლის 9 თვეში საშუალოდ 1,311 დოლარს შეადგენდა. EU-ს მოქალაქეებზე მაღალი დანახარჯები აქვთ ისრაელისა და საუდის არაბეთის ვიზიტორებს.
რა თანხას ხარჯავს ერთი ვიზიტორი საქართველოში - ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით:
ქვეყანა | ტურიზმის შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში: | ვიზიტების რიცხვი 2024 წლის 9 თვეში | დანახარჯი ერთ ვიზიტზე |
ისრაელი | $322 მილიონი დოლარი; | 229,739 | $1,404 |
საუდის არაბეთი | $108 მილიონი დოლარი; | 77,567 | $1,394 |
ევროკავშირი | $456.5 მილიონი დოლარი; | 348,329 | $1,311 |
უკრაინა | $111.5 მილიონი დოლარი; | 89,398 | $1,247 |
ირანი | $126 მილიონი დოლარი; | 120,840 | $1,042 |
აზერბაიჯანი | $127 მილიონი დოლარი; | 163,207 | $779 |
ბელარუსი | $78 მილიონი დოლარი; | 118,192 | $660 |
რუსეთი | $675 მილიონი დოლარი; | 1,111,004 | $607 |
თურქეთი | $478 მილიონი დოლარი; | 1,060,285 | $451 |
სომხეთი | $122 მილიონი დოლარი; | 732,271 | $167 |
სხვა ქვეყნები | $857 მილიონი დოლარი; | 992,831 | $863 |
შენიშვნა: წარმოდგენილი რიცხვები ტურისტული შემოსავლის ვიზიტორთა რაოდენობაზე გაყოფით არის მიღებული.