მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთმა ადამიანმა მშვიდობის 13 წელიწადი წაგვართვა” - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მშვიდობის 13 წელიწადი წაგვართვა, აშინებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დავოსში იმყოფება, სადაც “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება.

“ერთმა ადამიანმა მშვიდობის 13 წელიწადი წაგვართვა და ისინი ტკივილით, ტკივილით, ტკივილითა და კრიზისით ჩაანაცვლა, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას. პუტინი ომის სიმბოლოა, ის არასდროს შეიცვლება”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ყველა, ვისაც სჯერა, რომ ეს ომი უკრაინაში დარჩება, ცდება, რადგან არსებობს შანსი ის ქვეყნის საზღვრებს გაცდეს.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები