მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება - პაპუაშვილი

სუვერენიტეტი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების ცენზურას ლგბტქ თემის გაშუქების პროცესში.

პაპუაშვილის განმარტებით, რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები.

"რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად, კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, 18 წლამდე ასაკის პირების არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც არის ასეთი ინტიმური სცენები. ინიციირებულ პროექტში რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები