მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთთვიანი პაუზის შემდეგ მთავრობის სხდომა დღეს გაიმართება - დღის წესრიგი

მთავრობა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, 11:00 საათზე "ოცნების" მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი საკითხები შემდეგია:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

მომხსენებელი: ა. წულაძე;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“.

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი;

5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ”.

მომხსენებელი: მ. სარჯველაძე;

6 . საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

მომხსენებელი: მ. სარჯველაძე.

ცნობისთვის, ბოლოს მთავრობის სხდომა 31 მარტს ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები