მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთწლიან პერიოდში ეკონომიკაზე ომის გავლენა 2.5%-ის ფარგლებში იქნება - კაკაურიძე

62a851324c92d
თელარა გელანტია
14.06.22 13:11
656
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა 2.5%-ის ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ მან პარლამენტში რეგიონული განვითარების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ცვლის მთავრობა, ჯერჯერობით, ეკონომიკის 6%-იანი ზრდის ოფიციალურ პროგნოზს.

„ოფიციალური 6%-იანი ზრდის პირობებში, პირველ კვარტალში პროგონზირებული გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა როოგრც ვნახეთ, გაცილებით მაღალი იყო - 14,4%, რაც უკვე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ განვაახლოთ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი.

თუ ომის ფაქტორს გავწევთ გვერდზე, წელს შესაძლებელი იქნებოდა 6.5%-7%-იანი ეკონომიკური ზრდა მიგვეღო, რაც, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ერთწლიან პერიოდში ომს აქვს გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, დაახლოებით, 2.5%-ის ფარგლებში; შეიძლება ეს გავლენა სრულად წელს არ აისახოს, მაგრამ გადადის მომდევნო წელზეც.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჯერ შევცვალოთ. დაველოდოთ ზაფხულის სეზონს, რადგან ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ტურიზმის აღდგენაზე. გასულ წელს კარგი აღდგენა გვქონდა“, - განმარტა მან.

გიორგი კაკაურიძე წელს ტურიზმის, დაახლოებით, 70%-ით აღდგენას ელის.

რაც შეეხება მომდევნო წლებისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2023 წელს საქართველოს მთავრობა 5.5%-იან ზრდას ელის, ხოლო შემდეგ წლებში - 5.2%-ის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები