საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი აქცია.
"ტერორი საქართველოში: გერმანიამ ელჩი პეტერ ფიშერი რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გაიწვია. ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა - ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“,- წერს ზურაბიშვილი.
#terrorinGeorgia: Germany recalls @Diplo_Peter after months of attacks. This is not Europe turning away — this is Georgia’s government walking away from its people’s will. But the people of Georgia still choose Europe, every day, with courage and hope.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 19, 2025
ცნობისთვის, დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.




























