მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა" - 1-ელი ივლისიდან ფერმერული მეურნეობების რეესტრი ამოქმედდება

ირაკლი კობახიძე

მთავრობა, პირველი ივლისიდან ფერმერული მეურნეობებისთვის ერთიანი რეესტრის ამოქმედებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა "აგროდაფინანსების" პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ეს გადაწყვეტილება აგროსექტორის წარმომადგენლებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციით ახსნა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მონაცემთა ბაზა არ იქნება.

"უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი.

ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები