მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიმდინარეობს თუ არა პესტიციდების ფასის და გამოყენების "სიღრმისეული კვლევა"?|სამინისტროს პასუხი

კობახიძე სონღულაშვილი

"გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოში, პესტიციდების რეალიზაციისა და გამოყენების თემაზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს“, - ასე უპასუხეს დავით სონღულაშვილის უწყებაში BMG-ის კითხვას - მიმდინარეობს თუ არა პესტიციდების ფასის და გამოყენების „სიღრმისეული კვლევა“?

სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა რომ პესტიციდების ფასის შესწავლასაც დაიწყებდა, ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 12 თებერვლის სხდომაზე განაცხადა.

სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკრეტიზაციაზე არ საუბრობენ, მათ შორის, არც მოკვლევის დასრულების ვადებს ასახელებენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ მუშაობენ და სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

"მოწმდება ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, იღებენ პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშებს, რომლებსაც იკვლევენ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. მოწმდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული“, - განუცხადეს bm.ge-ის დავით სონღულაშვილის უწყების პრესსამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები