მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არ არის სარესტორნე ან სასტუმრო ბიზნესი“ - სარჯველაძე ფარმაბიზნესის მკაცრი რეგულირების საჭიროებაზე საუბრობს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული ბიზნესის მკაცრი რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არ არის ბიზნესის ის სახეობა, როგორიც მაგალითად სასტუმრო ან სარესტორნე ბიზნესია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში მედიკამენტების დეფიციტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გარკვეულ მედიკამენტების შესყიდვის ვალდებულებას სახელმწიფოს თავის თავზე იღებს და ფარმაბიზნესის მხრიდან მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გარკვეული მედიკამენტებთან მიმართებით სახელმწიფოს თვითონ უწევს ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება, იქ ბუნებრივია სახელმწიფო ამ ინტერვენციებს გააგრძელებს. მასშტაბის გაზრდაზე ფიქრი და რეალური ნაბიჯების გადადგმაც შესაძლებელი - ჩვენ ამას ვგეგმავთ.

როდესაც კერძო სექტორს ამ მიმართულებით [დეფიციტის] საყვედურს ვეუბნებით სწყინთ და ამას ისე იღებენ.... რეგულირება ამ მიმართულებით აუცილებელია. ეს არ არის ის სივრცე, სფერო, ბიზნესის ის სეგმენტი, რომელიც იმდენად თავისუფალი შეიძლება იყოს, როგორც მაგალითად სარესტორნე, სასტუმრო ბიზნესი და ა.შ. ის უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ რეგულირებას... კი სწყინთ სექტორის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს ხარისხი და მათ შორის ფასებიც, არ შეიძლება ასეთი რადიკალური მოგების სურვილი [ჰქონდეთ]... ეს ბუნებრივი და გასაგებიცაა, ყველა ბიზნეს ოპერატორის სურვილია, რაც შეიძლება მეტი მოგების გენერირება ხდებოდეს მისი ბიზნესის მეშვეობით, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება მიშვებული სახელმწიფოს მხრიდან და ამიტომ არ უნდა ეწყინოთ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა მკაცრი იქნება.

როდესაც ჩვენ ვაწყდებით მედიკამენტების ხელოვნური დეფიციტების შექმნის, ფასის უსამართლო ზრდის შემთხვევებს, ბუნებრივია ამ დრომდეც ხდება ეს [რეგულირება] და როგორც ჩანს მომავალშიც ბიზნესოპერატორების კეთილსინდისიერებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ ამ ტაქტიკით მოგვიწევს სიარული. სხვაგვარად შეუძლებელია მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი ინტერესების დაცვა. ამიტომ კიდევ უფრო აქტიურად მოგვიწევს დეფიციტებთან ბრძოლა და ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები