მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენ ვართ დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში თუ აღმოსავლეთის ფორპოსტი დასავლეთში - გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

ეს არჩევნები განსაზღვრავს იმას, ჩვენ ვართ დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში, თუ აღმოსავლეთის ფორპოსტი დასავლეთში, - ამის შესახებ "გეოგრაფიკის" მმართველმა პარტნიორმა, გიორგი გოცირიძემ BMGTV-ის საარჩევნო ეთერში განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში.

„მე არ მჯერა, რომ ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე შევძლებთ ჩვენი თამაშების წესებით ვითამაშოთ და გარშემო კავკასიაში მთელი ტვირთი ჩვენს თავზე ავიღოთ, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობილი გამოცდილება ამბობს, რომ დასავლეთის ფორპოსტობა არის მნიშვნელოვანი და მგონია, რომ დღეს ეს ბრძოლა მიდის და ამაზეა არჩევანი. ვიმედოვნებთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში“, - განაცხადა მან.

როგორც გიორგი გოცირიძემ აღნიშნა, მისი მოლოდინია, რომ არჩევნების შედეგად ჭრელი პარლამენტი გვექნება.

„მე ვარ 53 წლის, პირველი ჩემი ქუჩაში გამოსვლა უსამართლობის გამო 1988 წელს იყო, მას შემდეგ ყოველი შემდეგი დღე იყო უკეთესი პოლიტიკურ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ომები, კრიზისები, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები გამოვიარეთ. დღეს მე განცდა მაქვს, რომ ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე, რომ შემდეგი დღე არ იყოს უარესი. ჩემი მოლოდინი არის, რომ ჩვენ გამოვასწორებთ ამ მრუდს, რომელიც ახლა შეცვლის საფრთხის წინაშეა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მოლოდინებს, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ის ელოდება ჭრელ პარლამენტს, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას იქნება კონკურენცია. "მგონია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ის, რაც აქამდე არ გვიცდია და ახლა უნდა ვცადოთ“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები