მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შოვის მსგავსი ადგილები შეიძლება კიდევ არსებობდეს... კვლევა მიმდინარეობს - GeoGraphic-ის მმართველი პარტნიორი

გოცა

“სამეცნიერო კვლევების დონეზე ყოველთვის ჩნდება რაღაც სიახლე. მაგალითად, მყინვარების ინტენსიური დახევის გამო შოვისნაირი ადგილები შეიძლება კიდევ არსებობდეს. ეს კვლევა მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა”,- ამის შესახებ GeoGraphic-ის მმართველი პარტნიორი გიორგი გოცირიძე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში საუბრობს.

გეომორფოლოგი ამ ეტაპზე კონკრეტულ წერტილებზე ვერ საუბრობს გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა ჯერ დასრულებული არ არის.

“მნიშვნელოვანია დადასტურება იმიტომ, რომ ის ვინც იტყვის, რომ რაღაც მოხდება, ის უნდა იყოს ვალიდირებული, ის უნდა იყოს ნამდვილი, ის არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, ის უნდა იყოს ხარისხიანი. მერე უნდა ჩაერთოს ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალური ხელისუფლება იმისთვის, რომ მართოს ეს პროცესი, როცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე დასახლებული პუნქტი არის საფრთხის ქვეშ.

ნონ სტოპ პრობლემები გვაქვს. გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია ძირითადად წყალდიბობები, მეწყრები ღვარცოფები, თოვლის ზვავები, ქარი, გვალვა, სეტყვა. ეს არის ის ძირითადი 7 ფენომენი, რომელიც ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ეთნოკულტურას, ინფრასტრუქტურას და ჩვენი ქვეყნის იდენტობას. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა და უფლება მოვდუნდეთ. მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება წარმოუდგენელი “ფოიერვერკი” ამ ბუნებრივი პროცესების გამოვლენის”,- აცხადებს გიორგი გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები