მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ძალიან ნეგატიური ფაქტორი ეკონომიკისთვის“ - გიორგი ქობულია "რუსულ კანონზე"

გიორგი ქობულია

2028-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის მიღების გამო, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს არის ძალიან ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით დასავლეთიდან ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე კი გავლენა არ ექნება, პირიქით, რაღაც თვალსაზრისით, გააუმჯობესებს კიდეც, მაგრამ როცა ამდენი პოლიტიკოს, ამდენი სახელმწიფო მოღვაწე დემოკრატიული სამყაროდან საუბრობს საქართველოს შესახებ, ამას ხომ ყველა უსმენს და რჩებათ შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც ანტიდემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, რაც პრინციპში ასე ჩანს, მაგრამ ამას საფუძველი არ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, „ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა“.

ის ურჩევს მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

„ქართული ოცნების“ მიმართ ჩემი მეგობრული რჩევაა, რასაც ალბათ არავინ გაითვალისწინებს, მაგრამ მაინც, რომ ნახონ შედარებით, ლამაზი გამოსავალი. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს, არ დაძლიონ და თქვან, რომ ჩვენ ვიფიქრეთ ამ საკითხზე, გვჯერა ამ კანონის, მაგრამ რადგან ხალხის პროტესტი და საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, არ დავძლევთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები