მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი" - ქვრივიშვილი "არქი გრანდ ავენიუს" პროექტზე

ქვრივიშვილი

ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "არქი გრანდ ავენიუს" განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პროექტები განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ.

„სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"გვაქვს ამბიცია, შევქმნათ თანამედროვე ვაკე" - ილია წულაია "არქი გრანდ ავენიუს" პროექტზე

პროექტი „არქი გრანდ ავენიუ" ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ - ირაკლი კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები