მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის ომი საქართველოსთვის - უკრაინის საელჩო

6220ac032191a
ინგა მურუსიძე
03.03.22 15:57
1331
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს ბრიფინგი გამართა და უკრაინაში მიმდინარე ომი და ასევე საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები და გამოხმაურებები შეაფასა.

მისი თქმით, გაოცებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ ამბებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან აკავშირებენ.

ელჩი მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინას ეხმარება, განურჩევლად პოლიტიკური ნიშნისა.

„უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის ომი საქართველოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა და არავინ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთი აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი ინსტრუმენტით“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები