მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლიდარული ვართ ქართველთა სურვილისადმი, გააგრძელონ ევროპული მომავლის შენება - უკრაინა

6408b42e6a335
ალა ისპირიანი
08.03.23 20:09
726
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველი ხალხის  სურვილისადმი სოლიდარობას გამოხატავს. 

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს მისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩათვლით.

ასევე ვითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიზანს, დაადოს ვეტო ე.წ. "უცხოურ აგენტთა" კანონს, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი ამჟამინდელი ვერსიის სახით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. გამოვთქვამთ სოლიდარობას ქართველი ხალხის სურვილის მიმართ, განაგრძონ საქართველოს ევროპული მომავლის შენება," – წერია უკრაინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები