ეს არის ქართული კანონი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა მელიქიშვილის გამზირზე განაცხადა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება.
„ეს ქართული კანონია და აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი. მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ეს არის ქართული კანონი და მე ქართველ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერ. ამიტომ ვდგავარ აქ“, - თქვა ცოტნე ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით დაიძრნენ.