თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამხედრო პირებისათვის გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველგვარი დანამატის გარეშე, რიგითის მინიმალური ხელფასი 2019 წლიდან დღემდე 45%-ით გაიზარდა.
“სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების გზაზე, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. ბოლო 4 წელში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
მაგალითად, 2019 წელს რიგითის მინიმალური ხელფასი (რაც ძალიან იშვიათია, რადგან მათ სხვადასხვა დანამატი ყოველთვის აქვთ), იყო 1050 ლარი. დღეს გახლავთ 1530 ლარი - ზრდა გვქონდა 45%”, - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.
მინისტრის თქმით, სამხედროებისთვის ხელფასების ზრდა მომდევნო წლიდანაც გაგრძელდება.
“2024 წლის იანვრიდან, მინიმალური ხელფასი თავდაცვის ძალებში, რიგითის ანაზღაურება დანამატების გარეშე, იქნება 1700 ლარი - ეს არის რევოლუცია ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ხელფასი 1000 ლარიდან 1700 ლარამდე გავზარდეთ”, - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.