მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ვენის კონვენციის დარღვევა და ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება - ასე აფასებს "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრას მოშიმშილე ოპოზიციონერ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან.

„არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ - როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები