მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეალურად, საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეალურად, საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის გაწვევის საჭიროებაზე განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა. გერმანიის ელჩის კრიტიკული შეფასებების საპასუხოდ, ზარქუამ თქვა, რომ პეტერ ფიშერის საქმიანობა არ შეესაბამება მანდატს, რომლითაც აქ არის.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს, რომ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული და პეტერ ფიშერს ე.წ. ელჩს უწოდებს.

"მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში დღეს გერმანიას ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა BMGtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს.

ვერ დავხატავ ვარდისფერ სურათს, რადგან გერმანია თავს კვლავ საქართველოს მეგობრად თვლის - ინტერვიუ პეტერ ფიშერთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები