სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი თვლის, რომ ვნებათაღელვის გადავლის შემდეგ 14 მაისი, ანუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების დღე ისტორიაში ერის სუვერენიტეტის განმტკიცების დღედ ჩაიწერება.
Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი სრულად ემთხვევა მმართველი პარტიის ლიდერებისა თუ ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეფასებებს.
„გადაივლის ეს ვნებათაღელვა და დღევანდელი დღე ისტორიაში ჩაიწერება როგორც ერის სუვერენიტეტის განმტკიცების დღე.
აუცილებლად ყველა ერთად, მათ შორის, ჩვენ საამაყო მომავალ თაობასთან ერთად ვიზეიმებთ ღირსებით ევროკავშირში გაწევრიანებას!!!“, - წერს გიორგი ალადაშვილი.