მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს დიპლომატიაში უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს - კულება

64a3394a6e756
ალა ისპირიანი
04.07.23 00:45
834
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩის მიმართ მოწოდებაზე, რომ 48 საათის განმავლობაში უკრაინა დატოვოს.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამ საკითხზე მან უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ კიევმა „სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს.

თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მიეცით ნება, დატოვოს საქართველო, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა კულებამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები