„ეს არის ერთგვარი „კანფეტი“ ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ მათ საქმე აკეთონ“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა "საქმის კურსთან", ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების საკითხზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, აქ არ არის ფანტასტიკურ შეღავათებზე საუბარი, რომელიც სახელმწიფოს აზარალებს და ეს პროცესი უნდა იყოს მუდმივი.
„მე რასაც ვითხოვდი, ეს იყო ქონების გადასახადი. იგივე თუშეთში გზას ვერ უზრუნველყოფენ, სასამართლოში უნდა ვიჩივლო თუ რა ვქნა?! ოფიციალურად აცხადებს ქვეყან, რომ 7 თვე იკეტება გზა. 15 ოქტომბრიდან საგზაო დეპარტამენტი აღარ აგებს პასუხს იქ უსაფრთხოებაზე და ასეთ ობიექტზე, მე იქ მახდევინებ ქონების გადასახადს ეს 7 თვე, სად არის სამართალი?!“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
ლაშა პაპაშვილის თქმით, ეს არის პრინციპის საკითხი და მიდგომის, რომ სახელმწიფო იყოს მეგობრული და ბიზნესის კარგი მომვლელი.