მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ფაქტი ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დაამძიმებს“ - ციმაკურიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

642f1cd032c2d
ალა ისპირიანი
06.04.23 22:16
506
"დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აშშ-ს მიერ ოთხო მოსამართლის სანქცირების ფაქტზე ისაუბრა და განმარტა, როგორ აისახება ეს საინვესტიციო გარემოზე.

მისი მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი საინვესტიციო გარემოს დაამძიმებს, თუ გადაწყვეტილებას გარკვეული ნაბიჯები არ მოჰყვა.

„საქართველო უცხოურ ინვესტიციებზე დიდად არის დამოკიდებული და ეს მათ შემოდინებაზე პირდაპირ აისახება. უცხოელ ინვესტორს თუ სადმე თანხის დაბანდება სურს, პირველი რასაც მოიძიებს არის სასამართლოში რა ხდება - არის თუ არა კორუფცია და რამდენად სწრაფად მიიღებს შედეგს თუ სასამართლო დასჭირდება. უცხოური შემოდინების კუთხით მდგომარეობა ნამდვილად დამძიმდება. ეს ფატი საინვესტიციო გარემოს დაამძიმებს იმ თვალსაზრისით, თუ ნაბიჯები არ მოჰყვა“, - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები