მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გონიერი ხელისუფლება რეფორმებს გაატარებდა" - ეკატერინე ციმაკურიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

64303519cf1fd
ალა ისპირიანი
07.04.23 19:30
486
ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების ფაქტი, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას შეაფასა.

მისი მოსაზრებით, მმართველ ძალას როგორც ჩანს არ უნდა კლანს გაემიჯნოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს რეფორმას გაატარებდა.

„მოსამართლეების სანქცირება ნიშნავს, რომ არავითარი რეფორმა სასამართლო სისტემაში არ გატარებულა. გონიერი ხელისუფლება ნამდვილად სხვანაირად მოიქცეოდა. ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეელიოს კლანს, მაგრამ ვერ შეელევიან რადგან კლანის ნაწილი თვითონ არიან. ის პოზიცია რაც მმართველმა ძალამ დააფიქსირა ჩანს, რომ კლას არ ემიჯნებიან, ამიტომ შესაძლოა სანქცირებულთა წრე გაიზარდოს.

ხელისუფლებისგან არ ჩანს რეალური რეფორმის გატარების მზაობა“, - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ოთხ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები