შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ გრანტების კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ცვლილება ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამის შესახებ სტენეგარდი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"გუშინ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მკვეთრად შემზღუდავი კანონი სასწრაფოდ იქნა განხილული და მიღებული. ეს ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან", - წერს შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და აზიარებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც კალასი გმობს "ოცნების" მიერ დამტკიცებულ უახლეს ცვლილებებს.
Yesterday, the latest of laws severely restricting civil society was rushed through and adopted i Georgia. This is fundamentally incompatible with EU values and core democratic principles. https://t.co/BoeFsuujzK
— Maria M Stenergard (@MariaStenergard) April 17, 2025




























