ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალური ომის პარტიაზე ინფორმაციას "აბსოლუტურად ყველა" ფლობს - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერს ჟურნალისტმა ჰკითხა, საქართველოს ხელისუფლებაში, თავად კობახიძის გარდა თუ ფლობს ვინმე "ომის პარტიაზე" ინფორმაციას.
"პირად საუბრებში აბსოლუტურად ყველა საუბრობს ამ თემებზე. მათ შორის ის უცხოელი კოლეგებიც, რომლებიც დაპირისპირებული არიან ამ ადამიანებთან, ისინიც - ვინც არ არიან დაპირისპირებული - ეს ინფორმაცია ყველას აქვს", - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გლობალური ომის პარტიასთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს: "უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთან".