მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ის ზღვარია, რომლის იქითაც თქვენი შრომა აზრს დაკარგავს - გიორგი ქადაგიძე საჯარო მოხელეებს

გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საჯარო მოხელეებს მიმართავს.

იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოყმანის დრო აღარ არის და მათ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

"ეს ის ზღვარია, რომლის იქითაც თქვენი შრომა აზრს დაკარგავს", - წერს ქადაგიძე.

გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების კრიტიკულმა სიტყვამ და ქცევამ შეიძლება პროცესების შემდგომ დეესკალაციას შეუწყოს ხელი.

"ამ პოსტით საჯარო მოხელეებს მინდა მივმართო საქართველოს საჯარო სამსახურში ბევრი ძალიან ღირსეული თანამშრომელია, რომელიც დაუღალავად მუშაობს ყოველ დღე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციისთვის და წლების მანძილზე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

ამის შედეგია ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ბევრი სხვა სიკეთე.ბევრი მათგანი აქციებზეც დგას და ასე გამოხატავს თავის პოზიციას.თუმცა დადგა დრო, რომ საჯარო მოხელეებმა საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ის იდეა, რასაც თქვენი მუშაობის არაერთი წელი მიუძღვენით უკვე პირდაპირი საფრთხის ქვეშ არის. ხელისუფლებამ უკვე გაცხადებულად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. არანაირი კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ახლა თქვენ საჯარო პოზიციას გარდამტეხი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ეს არ არის მარტივი, თუმცა აუცილებელია. მერწმუნეთ, ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რასაც დღეს აწყდებით.

თუმცა ყოყმანის დრო არ არის. ეს ზუსტად ის ზღვარია, რომლის იქითაც თქვენი შრომა აზრს დაკარგავს. რაც მთავარია, დაგვიანებული არაფერი არ არის, თქვენმა კრიტიკულმა სიტყვამ და ქცევამ შეიძლება პროცესების შემდგომ დეესკალაციას შეუწყოს ხელი.

რაც მთავარია, თუ ეს ბრძოლა ვერ მოვიგეთ, შემდეგი სამიზნე საჯარო უწყებებში დასაქმებული დასავლურად განწყობილი თითოეული მოხელე იქნებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეს ქვეყანა ძალიან მალე ევროკავშირის წევრი გახდება", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები