მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იყო რუს სპეცსამსახურებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაცია და სუსი ჩართული იყო გაყალბებებში - ბაჩიაშვილი არჩევნებზე

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა. მისი მოსაზრებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ეს რუს სპეც სამსახურებთან ერთად იქნა განხორციელებული.

ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი სპეც ოპერაცია, რუს სპეცსამსახურებთან ერთად, ამის თავი სუსს არ აქვს, თუმცა სუსი ჩართული იყო თავიდან ბოლომდე ამ გაყალბებებში.

მათ უზარმაზარი ზომის კარუსელები დაატრიალეს, დაბეჭდეს უამრავი პირადობები, ივანიშვილის ტერმინის გამოვიყენებ - საოცრად გაზარდეს ამომრჩეველთა რაოდენობა გარკვეულ სოფლებში და რა თქმა უნდა ამ არჩევნებს არავინ არ მიიღებს, რუსეთს, ბელორუსის და მსგავსი რუსეთის მარიონეტი რეჟიმების გარდა. ხალხის ერთობას ყოველთვის აქვს შედეგი.

დღეს წყდება ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ 1917 წლის გამეორება,"- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები