მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი - აშშ-ს ელჩი "რუსულ კანონზე"

რობინ დანიგენი

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. უცხოური ძალის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი არ არის ამერიკული FARA-ს მსგავსი - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა მედიასთან განაცხადა.

ელჩი ამბობს, რომ ამერიკა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული, ეს კი ძალიან განსხვავდება პარლამენტში ინიცირებული კანონისგან.

„მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი.

აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები