მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ეს მიდგომა იწვევს ქალაქის ფრაგმენტაციას და ცუდად აისახება მის განვითარებაზე”- ბიბილაშვილი სამთავრობო ქალაქის ინიციატივაზე

ანა ბიბილაშვილი

ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულებით, მთავრობა ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს უბრუნდება. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა.

ურბანისტი ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა მოძველებულია და განვითარებული ქალაქები ამ მიმართულებით კონკრეტულ პროექტებს აღარ ახორციელებენ, რადგან ეს ქალაქის ფრაგმენტაცის იწვევს, რაც სწორი ურბანული განვითარებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.

“ეს ძალიან ცუდი იდეაა. ამ ტიპის ქალაქ გეგმარებაზე, როდესაც ერთ სივრცეში ხდება კონკრეტული ფუნქციების თავმოყრა, მსოფლიომ უარი თქვა ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-80-იან წლებში. ასეთი მიდგომა იწვევს ქალაქის ფრაგმენტაციას და ძალიან ცუდად აისახება მის განვითარებაზე. ეს არის მოდერნისტული ქალაქგეგმარების პრინციპი, რომელიც დიდი ხანია უარყოფილია. ამაზე დღეს საუბარი, ჩემი აზრით, უბრალოდ უცოდინრობაა,”-ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები