ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე 4-პუნქტიანი სია გამოაქვეყნა.
"უკრაინა გაიმარჯვებს და კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე.
უკრაინიდან მე ვბრუნდები მკაფიო გასაკეთებელი სიით"-დაწერა ბორელმა.
1.ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
2. ომის დანაშაულები: კრამატორსკში რუსეთის სასტიკი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შევხვდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და ევროკავშირის საკონსულტაციო მისიას (EUAM) უკრაინაში.
3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავუწესეთ მძიმე სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში.
4.ორშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC), რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.




























