მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება? - ჯოზეფ ბორელის განმარტება

6420ab2c9171a
ალა ისპირიანი
27.03.23 00:45
1138
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა პირველი ივლისისთვის დასრულდება.

აღნიშნულ განცხადებას, რა თქმა უნდა საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის უკრაინამ "კრემლის ბირთვული შანტაჟის" გამო დაუყოვნებლივ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.

აღნიშნულ განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. მან გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს.  მისი მოსაზრებით, ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მასპინძლობა ნიშნავს საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. 

„ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მასპინძლობა ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, ეს შეაჩეროს, - ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები