მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს პოლიტიკური დეკლარაციაა და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს” - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუცია არის მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაცია და მას სამართლებრივი ძალა არ აქვს. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი მსგავს რეზოლუციას იღებენ.

„ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. მისი ფარატინა ქაღალდობა დამტკიცდა არაერთხელ საქართველოსთან მიმართებით. ახლა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმით, რომ მისი ინიციატორები იმდენზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად არ მოეხსენიებინათ. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, როდესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ეს პირველი ასეთი დეკლარაცია არაა. ეს მეოთხეა უკვე. როგორც წინა სამ დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის არც ევროკავშირისთვის, ასევე დარჩება ეს დეკლარაციაც სამწუხარო ისტორიად ევროპარლამენტის არქივებში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები