მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს პრაქტიკა წარმატებით არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში" - დავითაშვილი სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე

620bf82760080
თამთა ჯიჯავაძე
15.02.22 22:58
779
„ეს არის პრაქტიკა, რომელიც ათწლეულებია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმატებით არსებობს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების ახალი პროგრამის მიზანს ამ ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

„ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ მხოლოდ კონკრეტული სამუშაოები შესრულდეს, არამედ პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს დასაქმების გზით. ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სახელმწიფოს შეთავაზება, მაგრამ არ არის სავალდებულო რომ დათანხმდნენ. თუმცა თითოეული ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს შეთავაზებას საზოგადოებრივი სამუშაოებში ჩართვის კუთხით დათანხმდება, ყოველთვიურად მიიღებს დამატებით, დანამატის სახით 300 ლარს. ასევე მიიღებს ეკიპირებას, აქ იქნება კვალიფიკაციის ამაღლებაც. ეს იქნება კარგი შანსი, რომ ამ ადამიანებმა შეიძინონ ის უნარები, რომლებიც სამომავლოდ გამოადგებათ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა 1-ელი მარტიდან შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას იწყებს. როგორც ლევან დავითაშვილმა გუშინ განაცხადა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არსებობს, მაგალითად სატყეო სააგენტოში, სადაც მუშახელის დეფიციტია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეები სწორედ ასეთ ადგილებზე დასაქმდებიან.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რომელი მოდელი შეისწავლა მთავრობამ და რა დაუჯდება ბიუჯეტს 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ადამიანისთვის სამუშაო ადგილის შექმნა? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი შეიძლება 100-150 მლნ ლარი იყოს მიმდინარე წლისთვის, ამის რესურსების მობილიზება კი შესაძლებელია და გათვლებიც უკვე არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები