ლარის დღევანდელ გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი რყევა უწოდა.
რაც შეეხება მოლოდინებს, გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში პროგნოზებს არ აკეთებს.
"შეუძლებელია ვიცოდეთ თუ რამ მოახდინა გავლენა მოკლევადიან ცვლილებაზე. მოკლე პერიოდში გაუფასურებას წინ დიდი გამყარება უძღოდა. როცა ჩვენ გამყარებაზე ან გაუფასურებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას არა მარტო ერთი დღის ან ერთი კვირის ჭრილში უნდა შევხედოთ, არამედ მინიმუმ ერთი კვარტლის განმავლობაში. ეს სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი რყევაა. ადრეც მომხდარა ასეთი რყევები. რაც შეეხება პროგნოზებს, ცენტრალური ბანკი მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში არ აკეთებს", - განაცხადა გვენეტაძემ.
ინფორმაციისთვის, 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 9 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 11 თეთრით.




























