მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია - კობახიძე ბრიტანეთის სანქციებზე

კობახიძე

ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი, - ასე გამოეხმაურა "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართულ მსჯელობას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ეს სამწუხარო რეალობაა.

"ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას,“- აღნიშნა მან.

კობახიძის თქმითვე, "არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას".

„ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილის სანქცირებაზე გუშინ, 26 თებერვალს იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციები უკვე დაწესებული აქვს. გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები