მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს შეტევაა არა მხოლოდ მედიის, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ" - მედიის ადვოკატირების კოალიცია სანაიას დაკავებაზე

მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ“

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევად მიიჩნევს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის.

"განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, ვახო სანაიას, მის კოლეგებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, სოლიდარობას უცხადებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ვახო სანაია დღეს დააკავეს. ცოტა ხნის წინ შსს-ში გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სანაიას გარდა, დაკავებულია აქციის 13 მონაწილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები