მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს უნდა დავძლიოთ... არ შეიძლება ბიზნესი ახლა ჩუმად იყოს - ზურაბ ერისთავი

ზურაბ ერისთავი

„ბოლო 30 წელიწადში, როდესაც სახელმწიფოში საკითხი დგებოდა, ბიზნესი მაინც ჩუმად იყო. ეს უნდა დავძლიოთ“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული“ Eristavi Estates დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოებაში აღარ არის შეგრძნება, რომ დაცულ და თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

„აღარ არის საზოგადოებაში შეგრძნება, რომ ვცხოვრობთ დაცულ და თავისუფალ საზოგადოებაში. 33 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ. ვიცოდით, რომ ჩვენი ცხოვრება არ იყო იდეალური, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძეთ გაუგებარ, ეფემერულ ფრაზებში. ვიღვიძებთ გარემოში, სადაც უკვე აღარ ვიცით რასაც აქამდე ვაკეთებდით აზრი აქვს თუ არა.

ბიზნეს საზოგადოება არასოდეს არ იყო თავისი აზრის ბოლომდე გამომხატველი. ბოლო 30 წელიწადში, როდესაც სახელმწიფოში საკითხი დგებოდა, ბიზნესი მაინც ჩუმად იყო. ეს უნდა დავძლიოთ. ჩვენ ვქმნით დოვლათს. ჩვენ ვართ ამ ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი და დღე და ღამე იმის ფიქრში ვართ, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მივცეთ და მივცეთ მაგალითი სხვა ხალხს. არ შეიძლება ახლა ვიყოთ ჩუმად“,- აცხადებს ერისთავი.

მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად მეორე მხარეს მოხვდნენ და გულწრფელად სჯერათ ამისი. თუმცა საძაგლები არა ისინი, არამედ ის ადამიანები არიან, ვინც ზუსტად იცის რა ხდება, სიტუაციას მორგებულები და ჩუმად არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები