მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ვიზიტი ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს - საქართველოს ელჩი ისრაელში

კაბინეტში
BM. GE
16.08.23 22:12
15

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის, -  ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, ისრაელში გაემგზავრა, სადაც პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

„ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი  არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში, კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ, - განაცხადა ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები