მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს - ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ნეთანიაჰუმ გათავისუფლების მიზეზად ნდობის არქონა დაასახელა.

მან ასევე განმარტა, რომ გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი, ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო და ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები