მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველი პარტია ისრაელის საგანგებო მთავრობის შექმნას მხარს უჭერს

ნეთანიაჰუ

ისრაელი საგანგებო მთავრობის შექმნას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს საკითხი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ყოფილ პრემიერთან იარ ლაპიდთან და ეროვნული ერთიანობის პარტიის ლიდერთან ბენი განტზთან განიხილა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ორივე ლიდერმა გამოხატა მზაობა ომის პერიოდში შექმნილ მთავრობას შეუერთდეს. 

ისრაელის პრემიერის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ მეექვსე ვადით ოფიციალურად გასული წლის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობას ჩაუდგება სათავეში. მისმა პარტია “ლიკუდმა” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ულტრაორთოდოქსულ და ულტრამემარჯვენე პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია. დღეს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამთავრობო კოალიციაში შემავალი ყველა პარტია პრემიერს ოპოზიციური პარტიის წევრებით მთავრობის შემადგენლობის გაზრდაზე დაეთანხმა. 

7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა მიიტანა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები