მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დასრულების შემდეგ, ილონ მასკს ღაზის სექტორის აღდგენა სურს

მასკი და ნეთანიაჰუ

ილონ მასკს სურს, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ჰამასს” შორის ომი დასრულდება, ღაზის სექტორის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, - ამის შესახებ მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ისრაელში შედგა.

“ჰამასის განადგურების შემდეგ, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია უნდა მოვახდინოთ, მოგვიანებით კი ღაზის სექტორი უნდა აღვადგინოთ”, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რაზედაც ილონ მასკმა მიუგო, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მასაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ილონ მასკის ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, მათ შორის Apple-ი, Disney-ი, Comcast-ი, Warner Bros Discovery-ი მასკის არსებულ სოციალურ ქსელში, X-ში (ყოფილი Twitter-ი) რეკლამების განთავსება შეწყვიტეს, რამად კომპანიას ფინანსური დარტყმა მიაყენა. კომპანიების ამ გადაწყვეტილების მიზეზი ილონ მასკის ანტისემიტური განცხადება გახდა, რომლითაც ის დაეთანხმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები